ირანში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, - ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ "ტელეგრამ" არხების მეშვეობით "ისლამურმა დაჯგუფებამ" შესაბამისი ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, ირანში ასაფეთქებელი ქამრები ორმა ტერორისტმა 20 წუთის შუალედით აამოქმედა.
შეგახსენებთ, ირანის ქალაქ კერმანში, ირანის ელიტური „ყუდსის ძალების" ყოფილი მეთაურის, ყასემ სოლეიმანის საფლავთან ახლოს ორი აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც უამრავი ადამიანი სოლეიმანის მკვლელობის მეოთხე წლისთავზე, მისთვის პატივის მისაგებად, მსვლელობას მართავდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად 85 ადამიანი დაიღუპა.
ირანმა მომხდარში ისრაელი და შეერთებული შტატები დაადანაშაულა.