მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირანში საბანკო სექტორის 400-მდე თანამშრომლის წინააღმდეგ, მაღალი ანაზღაურების გამო, გამოძიება იწყება

57f22dfa6fbaf
BM.GE
03.10.16 14:06
1110
ირანში სახელმწიფო საბანკო სექტორის 400-მდე თანამშრომელის წინააღმდეგ მაღალი ანაზღაურების გამო სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება. BBC News- ის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ სახელმწიფო ბანკების ტოპ-მენეჯერები სახელმწიფო სექტორში დადგენილ საშუალო ხელფასზე 50-ჯერ გაზრდილ ანაზღაურებას იღებდნენ.

ირანის პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ძირეული რეფორმაა საჭირო, რომელიც „საჯარო სექტორის ხარჯზე ცალკეული პირების გამდიდრებას ხელს შეუშლის“.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ირანის ბანკებმა საკრედიტო ბარათების გამოცემა პირველად დაიწყეს, რომლითაც მხოლოდ ქვეყნის შიგნით ისარგებლებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები