მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანული ავიაკომპანიების ოპერირება შეიზღუდება - გავლენა საქართველოს ტურიზმზე;

ტურიზმის სექტორის ნაწილი აცხადებს, რომ აშშ-ის სანქციების შედეგად საქართველოში ირანული ავიაკომპანიების ოპერირების შეზღუდვას გავლენა ტურიზმის დარგზეც ექნება. დარგის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ახლო აღმოსავლეთის ომის დაწყების შემდეგ ირანიდან შემცირებული ტურისტული ნაკადები ბოლო პერიოდში აღდგენას აჩვენებდა, ფრენების შეჩერება კი ამ ქვეყნიდან ვიზიტორების ნაკადებს მკვეთრად შეამცირებს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოსთვის ირანი ვიზიტორების რაოდენობით მე-13 ადგილს იკავებდა და ამ ქვეყნიდან შემოსავლებიც შემცირებული იყო, თუმცა 2025 წლის განმავლობაში ირანიდან ტურიზმიდან შემოსავალი მაღალ ნიშნულზე იყო. რა წილი უჭირავს საქართველოში ირანელ ვიზიტორებს და როგორ შეიძლება ირანული ავიაკომპანიების ოპერირების შეზღუდვა აისახოს ტურიზმის დარგზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები