"არიკ ჯგუფი” სამეგრელოში ინვესტიციებს ტურიზმსა და აგროსექტორში დებს. შესაბამისი მემორანდუმი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორსა და კომპანიის პრეზიდენტს შორის გაფორმდა. ირანულ-ამერიკელი კომპანიის წარმომადგენლები ხუთვარსკვალიანი სასტუმროს აშენებას, ფოთში მალთაყვის სანაპირო ზოლზე გეგმავენ, “არიკ ჯგუფი“ აბაშაში, წყემის პარკში მწანე სასტუმროების ქსელის აშენებასაც გეგმავს, ამავდროულად ინვესტორები რეგიონში მოცვის მოყვანას და გადამამუშავებელი საწარმოს აშენებას აპირებენ.
როგორც სამეგრელოს გუბერნატორმა, ლევან შონიამ "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადა, თავდაპირველად კომპანია აგრარულ სექტორში ინვესტირებას განიხილავს. სასტუმროს მშენებლობისთვის კი ამ ეტაპზე არსებული ტერიტორიის კვლევები მიმდინარეობს.
კომპანია სამეგრელოში მოყვანილი მოცვის ექსპორტს ევროპაში მოახდენს, კერძოდ საუბარია გერმანიის ბაზარზე. ლევან შონიას განცხადებით, მოცვის კრეფის პერიოდში ადგილზე 3000 კაცი დასაქმდება, მისი თქმით დასაქმებულთა 95% ადგილობრივი იქნება. კომპანიას წლის განმავლობაში 300-მდე მუდმივად დასაქმებული ეყოლება. ამასთან, კომპანია თავად მოახდენს ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადებას.
"არიკ ჯგუფი“ სამეგრელოში მოცვის, კივისა და ხურმას მოყვანას 8 ჰექტარზე გეგმავს. ლევან შონიას განცხადებით, კომპანია მიწას იჯარით იღებს, იჯარიდან მირებული შემოსავალი კი ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს დარჩება.

























