ირანული ბალისტიკური რაკეტის დაცემას სირიის სამხრეთით 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო რამდენიმე მძიმედ დაშავდა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ფართომასშტაბიანი იერიშის შედეგად სარაკეტო ნამსხვრევები ერთდროულად სუვეიდაში, ელ-კუნეიტრასა და დარაას პროვინციაში ჩამოვარდა.
ინციდენტი ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს ირანსა და ისრაელს შორის არსებული მძიმე კონფლიქტის ფონზე მოხდა.
აღსანიშნავია, რომ სირიის საჰაერო სივრცეში აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ავიაციის უპრეცედენტო აქტივობა ფიქსირდება. არსებული ინფორმაციით, დედაქალაქ დამასკოს თავზე მოკავშირეების საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ათეულობით ირანული რაკეტა წარმატებით ჩამოაგდეს.




























