მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირღვევა თუ არა კონკურენციის პრინციპი ტექდათვალიერების ფასის განსაზღვრით? - ხადურის პასუხი

5b55cdc4e99d2
თელარა გელანტია
23.07.18 16:55
808
საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაცია კონკურენციის სააგენტოს რამდენიმე საკითხით დაინტერესებას სთხოვს.

როგორც BM.ge-ის კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა განუცხადა, სააგენტომ ასოციაციის წერილი 2 დღის წინ მიიღო და კონკურენციის სააგენტო არსებული კანონმდებლობის ფარგლებში იმოქმედებს და საკითხის დეტალურ შესწავლას დაიწყებს.

"თუ დარღვეულია კონკურენციის პრინციპები ანუ ვიღაცას სურს გააკეთოს ტექდათვალიერების ახალი ცენტრები და ბაზარზე არ უშვებენ, ხელოვნურ ბარიერებს უქმნიან, ამას შევისწავლით, მაგრამ არის რიგი საკითხები, რაც ჩვენს კომპეტენციას ცდება“, - აცხადებს ხადური და მაგალითად ტექდათვალიერების ფიქსირებული საფასური მოჰყავს.

საქმე იმაშია, რომ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების საფასური სახელმწიფომ განსაზღვრა და მსუბუქი ავტომობილებისთვის შეადგენს 60 ლარს, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებისთვის კი 100 ლარს.

"არის რიგი თემები, რაც საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციას აინტერესებს და რაც სცილდება კონკურენციის სააგენტოს კომპეტენციას. მაგალითისთვის გეტყვით, მათი კითხვები შეეხება იმას, თუ რატომაა ფასი ფიქსირებულიო და ჩვენი პასუხია და კანონში პირდაპირ წერია, რომ თუ მთავრობამ დაადგინა ან პარლამენტმა კანონში ჩაწერა და ა.შ. მაშინ ასეთი საკითხი ავტომატურად გადადის გამონაკლისებში, რაზეც კონკურეციის კანონი არ ვრცელდება. სწორედ ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე - მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ეს გადის კონკურენციის სააგენტოს კომპეტენციის სფეროდან", - განმარტა ხადურმა.

მისივე თქმით, ამჟამად ევროკავშირთან ერთად მუშაობენ კონკურენციის სააგენტოს შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე, რომელსაც პარლამენტი განიხილავს.
"როგორც კი სააგენტოს მანდატი გაიზრდება, უფრო აქტიურები ვიქნებით", - აღნიშნა ხადურმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები