მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IRI - 78% მხარს უჭერს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას

5dd3015eda9b5
შოთა ტყეშელაშვილი
19.11.19 00:25
1243
IRI-ს პირველი კვლევის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა საქართველოში 2019 წლის ივნისის ანტი-საოკუპაციო საპროტესტო აქციების შემდეგ ჩაატარა, საქართველოს ხელისუფლებისადმი ნდობის მაჩვენებელმა საგრძნობლად დაიკლო. 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის შუალედში ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობა 1500-მა ადამიანმა მიიღო.

კვლევის მიხედვით, მათგან, ვისაც სმენია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ, 78% მას მხარს უჭერს. 

აღნიშნულ კითხვაზე პასუხები ასე ნაწილდება:

"მიესალმებით თუ ეწინააღმდეგებით სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას?"

სრულად ვუჭერ მხარს - 47%;
ნაწილობრივ ვუჭერ მხარს - 31%;
ნაწილობრივ ვეწინააღმდეგები - 7%;
სრულად ვეწინააღმდეგები - 2%;
არ ვიცი/არ მაქვს პასუხი - 13%.


კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევას კოორდინაციას უწევდა კვლევითი კომპანიის „ბალტიის კვლევები/გელაპის ორგანიზაციის“ წარმომადგენელი, დოქტორი რასა ალისაუსკიენე, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დაკვეთით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა სრულწლოვანმა მაცხოვრებელმა



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები