მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

IRI - მოსახლეობის მხოლოდ 9% ფიქრობს, რომ საქართველოში ეკონომიკური ვითარება გაუმჯობესდა

5d316b9c6833a
შოთა ტყეშელაშვილი
19.07.19 11:08
949
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საქართველოს მოსახლეობის აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში მთავარ პრობლემად ეკონომიკური ვითარება - უმუშევრობა და დაბალი ხელფასები სახელდება.

კითხვაზე, როგორ შეიცვალა თქვენი აზრით ბოლო 12 თვის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური ვითარება, გამოკითხულთა მხოლოდ 9% ამბობს, რომ ის გაუმჯობესდა, 61% ფიქრობს რომ გაუარესდა, 28% კი პასუხობს, რომ ვითარება უცვლელი დარჩა.

უფრო დეტალურად პასუხები ასე ნაწილდება:
  • მნიშვნელოვნად გაუარესდა - 30%; 
  • მეტწილად გაურარესდა - 31%; 
  • უცვლელია - 28%; 
  • მეტწილად გაუმჯობესდა - 7%; 
  • მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა - 2%; 
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 2%. 

კვლევის საველე სამუშაოები პირისპირ გამოკითხვების მეშვეობით 20 მაისი - 11 ივნისის პერიოდში ჩატარდა. მასში მონაწილეობა რეპრეზენტატიული შერჩევით, საქართველოს სრულწლოვანმა რეზიდენტებმა მიიღეს. კვლევის შედეგები ქვეყნის მოსახლეობის რეპრეზენტატიულია, ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლებების ზომის მიხედვით.

კვლევის ცდომილების ზღვარი პლიუს/მინუს 2.5%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები