საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გამოკითხვის შედეგად, კითხვაზე თუ რას მიიჩნევთ თქვენი ქალაქის/სოფლის მთავარ პრობლემად, მოსახლეობის უმეტესობა , - 35% უმუშევრობას ასახელებს.
მთავარი პრობლემების მეორე ადგილზე გადაინაცვლა გზებმა - აღნიშნულ საკითხს პრობლემატურად გამოკიტხული მოსახლეობის 11% ასახელებს; მას მოსდევს ეკონომიკური კრიზისი 9%-ით.
რაც შეეხება სამ ძირითად პრობლემას, რომელიც საქართველოს წინაშეა გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობამ შემდეგი პასუხი გასცა: უმუშევრობა - 47%; ეკონომიკური კრიზისი - 24%; ტერიტორიული მთლიანობა 9%.
კვლევა ჩატარდა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დაკვეთით. საველე სამუშაოები შეასრულა „აიფიემ კვლევებმა“. მონაცემები შეგროვდა მთელი საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2017 წლის 22 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით, რესპოდენტებთან პირდაპირი გამოკითხვის მეთოდის გამოყენებით.
გამოკითხვისთვის შეირჩა საარჩევნო ხმის უფლების მქონდე საქართველოს 1501 მუდმივი მაცხოვრებელი, რაც იძლევა შედეგების ქვეყნის მასშტაბით განზოგადების საშუალებას. პასუხი მიღებულ იქნა შერჩეულთა 69 %-დან, ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 % გრაფიკებში და ცხრილებში ასახული მონაცემები შეიძლება არ ჯამდებოდეს 100 პროცენტამდე, სხვადასხვა მაჩვენებლების დამრგვალების გამო.

























