მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IRI: გამოკითხულთა 63%-სთვის საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა

5b0e713842548
სალომე მეცხვარიშვილი
30.05.18 13:36
658
IRI-ს კვლევის მიხედვით, ბოლო 12 თვის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა გამოკითხულთა 63%-სთვის. აქედან 35% აღნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, 28% კი ამბობს, რომ ეკონოიკური მდგომარეობა ქვეყანაში გარკვეულწილად არის გაუარესებული.

გამოკითხულთა 27% ფიქრობს, რომ მდგომარეობა არ შეცვლილა, 8% კი გაუმჯობესებაზე მიუთითებს, აქედან 1% მკვეთრ გაუმჯობესებაზე, 7% კი გარკვეულწილად გაუმჯობესებაზე საუბრობს.

თუ აპრილის კვლევას 2017 წლის მარტის კვლევას შევადარებთ, ვნახავთ, რომ შემცირებულია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა. 2017 წლის მარტში ასეთი პასუხი გამოკითხულთა 70%-მა დააფიქსირა.

რაც შეეხება იმავე შეკითხვას, ოღონდ შინამეურნეობებთან მიმართებით, ამ შემთხვევაში მდგომარეობა ოდნავ განსხვავებულია. გამოკითხულთა 51% მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მის საოჯახო მეურნეობაში გაუარესდა; 41% მიიჩნევს, რომ იგივე დარჩა, 7% კი გარკვეულ გაუმჯობესებაზე საუბრობს.

კვლევა ჩატარდა ბალტიის კვლევების / გელაპის ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით. მონაცემთა შეგროვება მოხდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოკითხულ იქნა საარჩევნო უფლების მქონდე 1500 საქართველოს მოქალაქე. რესპოდენტთა გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები