მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

IRI: რესპოდენტთა 70% ფიქრობს, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ბოლო ორი თვის განმავლობაში გაუარეს

58e3be2f1c331
BM.GE
04.04.17 19:38
1248
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი კვლავ ძალიან მაღალია, ბოლო ოთხი წლის მსგავსად. მიუხედავად რუსეთის მთავრობის მიმართ არსებული მუდმივი უნდობლობისა, კვლევაში ვლინდება რუსეთთან ურთიერთობის სურვილი; კვლევის შედეგებით მთავარ პრობლემად რჩება უმუშევრობა და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა.

საქართველოს მოსახლეობის 47 % უმუშევრობას ასახელებს ქვეყნის უმთავრეს პრობლემად, რაც თანხვედრაშია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის 2016 წლის მარტის კვლევასთან (45 %). უმუშევრობა პირველ პრობლემად დასახელდა არა მხოლოდ ქვეყნის მასშტაბით, არამედ ქალაქებსა და სოფლებში (35 %) და გამოკითხულთა ოჯახებშიც (42 %). რესპოდენტთა 70 % ფიქრობს, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ბოლო ორი თვის განმავლობაში გაუარესდა (ამათგან 34 % ფიქრობს რომ გაუარესდა ნაწილობრივ, ხოლო 36 % მიიჩნევს, რომ სრულად). ზოგადად კი, ქვეყნის მოსახლეობის 69 %-ის შეხედულებით ეკონომიკა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უკუსვლას განიცდის.

კვლევა ჩატარდა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დაკვეთით. საველე სამუშაოები შეასრულა „აიფიემ კვლევებმა“. მონაცემები შეგროვდა მთელი საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2017 წლის 22 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით, რესპოდენტებთან პირდაპირი გამოკითხვის მეთოდის გამოყენებით.

გამოკითხვისთვის შეირჩა საარჩევნო ხმის უფლების მქონდე საქართველოს 1501 მუდმივი მაცხოვრებელი, რაც იძლევა შედეგების ქვეყნის მასშტაბით განზოგადების საშუალებას. პასუხი მიღებულ იქნა შერჩეულთა 69 %-დან, ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 % გრაფიკებში და ცხრილებში ასახული მონაცემები შეიძლება არ ჯამდებოდეს 100 პროცენტამდე, სხვადასხვა მაჩვენებლების დამრგვალების გამო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები