ამის შესახებ მილორავამ გიორგი ისაკაძის გადაცემა „Forbes კვირაში“ საქართველოს ელექტროენერგეტიკის გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა.
„იმპორტდამოკიდებულების ზრდა სერიოზული გამოწვევაა; ჩვენ შევაფასეთ ბოლო ორი წელი - ელექტროენერგიის იმპორტი 2017 და 2018 წელს 2016 წელთან შედარებით, სამჯერ გაიზარდა. თუ დაახლოებით, 500 მლნ/კილოვატ/საათის ფარგლებში იყო ელექტროენერგიის იმპორტი მეზობელი ქეყნებიდან, ბოლო ორი წელიწადში ის გახდა 1.5 მლრდ/კილოვატ/საათი. ეს, რა თქმა უნდა, არის ის მოცემულობა, რომელსაც ადკევატური პაუხი უნდა გაეცეს. მარტივად რომ ვთქვათ, რას ნიშნავს იმპორტდამოკიდებულება - იმპორტდამოკიდებულება ნიშნავს ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის სერიოზული პრობლემის შექმნას, რადგან ჩვენ ვართ დამოკიდებული მეზობელი ქვეყნების ენერგეტიკულ რესურსებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურით, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზით და ნებისმიერი მინიმალური ავარიის შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება დავრჩეთ ელექტროენერგიის გარეშე. პროცენტუალდ რომ შევხედოთ, ეს 1.5 მლრდ/კილოვატ/საათი არის 11% ჯამური მიწოდების, მაგრამ ჩვენ იმპორტს ვახორციელებთ, ზამთრის თვეებში და „ენერგეტიკულ ზამთარი“ იწყება აგვისტოს ბოლოდან და შეიძლება აპრილის ჩათვლის გაგრძელდეს; კრიტიკულ თვეებში - ესაა იანვარი, თებერვალი და მარტი, ეს დამოკიდებულება ადის 25%-30%-მდე, ამიტომ ესაა ძალიან მაღალი მაჩვენებელი, რომელსაც ჩვენ ადეკვატური პასუხი უნდა გავცეთ“, - განაცხადა ირინა მილორავამ.
ცნობისთვის: ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოში 614.101 მლნ კვტ.სთ-ის მოცულობის ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (585.959 მლნ კვტ.სთ) 4.8%-ით მეტია.
სსე-ის პროგნოზით, ჰესების მშენებლობის დაბალი ტემპი 2022 წლიდან ელ.ენეგიის იმპორტს 6-დან 12 მლრდ კვტ.სთ-მდე გაზრდის.

























