მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირლანდია ევროკავშირისგან შესაძლოა €26 მილიარდით დაჯარიმდეს - მიზეზი

ირლანდია

"იმ შემთხვევაში, თუ ირლანდია ემისიების შემცირებისთვის არ იმოქმედებს, ქვეყანა, შესაძლოა, 26 მილიარდი ევროთი დაჯარიმდეს", - ამის შესახებ Euronews-ი ირლანდიის კლიმატის ცვლილების მრჩეველთა საბჭოს ანგარიშზე დაყრდნობით წერს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყნის მთავრობამ “დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს” თუ არ სურს, ხარჯები სამომავლოდ ასტრონომიულად გაეზარდოს. საბჭოს თანახმად, იმ გეგმის დამტკიცება, რომელიც ემისიების შემცირებას ემსახურება, პოტენციურად 3-დან 12 მილიარდ ევრომდე ხარჯის შემცირების საშუალებას იძლევა.

საქმე ისაა, რომ ევროკავშირის “ძალისხმევის გაზიარების რეგულაცია” ეროვნულ დონეზე ქვეყნებს სათბურის აირების შემცირების სამიზნე მაჩვენებლებს უწესებს. წევრმა სახელმწიფოებმა კლიმატის მიზნებს ხუთ ძირითად სექტორში უნდა მიაღწიონ. ესენია: ტრანსპორტი, მშენებლობა, მცირე ინდუსტრიები, ნარჩენების მართვა და სოფლის მეურნეობა. თითოეული ქვეყნის მიზანი კი მათ მშპ-ზეა დამოკიდებული, მდიდარ ქვეყნებს უფრო მკაცრი მოთხოვნები აქვთ.

ირლანდიის შემთხვევაში, ევროკავშირისგან მოთხოვნა 2030 წლისთვის სათბურის ემისიების 51%-მდე შემცირებაა. გარემოს დაცვის სააგენტოს პროგნოზით კი, ამ დროისთვის ირლანდიის კონტრიბუცია მხოლოდ -29% იქნება, რაც ქვეყნის დაჯარიმებას გამოიწვევს.

ემისიების შემცირებით სახელმწიფოებს შორის ლუქსემბურგი, საბერძნეთი, პორტუგალია, ესპანეთი და სლოვენია ლიდერობენ. სამიზნე მაჩვენებლების შესრულება პრობლემური ბევრი ქვეყნისთვისაა, თუმცა “ძალისხმევის გაზიარების” რეგულაციებს ირლანდია ყველაზე მეტად ჩამორჩება.

ერთ სულ მოსახლეზე ემისიების რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნებს შორის ირლანდიაში ყველაზე მაღალი, 8.7 ტონაა. მოქმედი პოლიტიკით თითქმის შეუძლებელია, ქვეყანამ ევროკავშირის მიერ დადგენილ მიზნებს მიაღწიოს.

ანგარიშის თანახმად, თუ ირლანდია შეეცდება, კლიმატის უფრო ამბიციური სამოქმედო გეგმით იხელმძღვანელოს, ეს ქვეყნის ხარჯებს 12 მილიონი ევროთი შეამცირებს. მაგრამ საბჭო აღნიშნავს, რომ გეგმის შედგენა საჭირო ტემპით არ მიმდინარეობს. კლიმატის საბჭო მთავრობას მოუწოდებს, იმოქმედოს ახლავე, ან გაზრდილი ხარჯების რისკის ქვეშ დადგნენ. კვლევის თანახმად 2030 წლამდე ქვეყნის ბიუჯეტის 1/10-ის ამ მიზნით მიმართვაც საკმარისი იქნება. ეს თანხა ირლანდიის ელექტროენერგიის ქსელის განახლებას, ელექტრომობილებზე ფასების შემცირებასა და ინფრასტრუქტურის განვითარებას და სხვა მნიშვნელოვან პროექტებს უნდა მოხმარდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები