მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირლანდიაში ბანკირები თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

579b5daeaf2d4
BM.GE
29.07.16 17:42
1253
Anglo Irish Bank-ის ყოფილი ორი აღმასრულებელი დირექტორი დუბლინში თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. BBC წერს, რომ ბანკის ყოფილი თანამშრომლები, მის პირად დეპოზიტებს აყალბებდნენ. თაღლითური სქემის შეთქმულებაში კიდევ ერთი ბანკირი მონაწილეობდა, სამივე მათგანს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
 
საქმე ეხება 2008 წლის მოვლენებს. გამოცემა წერს, რომ ბანკირები კლიენტების შეცდომაში შეყვანას ახდენდნენ. ქვეყნის პროკურატურის განცხადებით, ბანკის ანგარიშებში მონაცემები იმაზე უკეთ იყო წარმოჩენილი, ვიდრე ეს სინამდვილეში იყო.

Anglo Irish Bank-ის რეაბილიტაცია ირლანდიის მთავრობამ 2009 წელს მოახდინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები