მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირლანდიაში საქართველოს ელჩი Ryanair-ის ხელმძღვანელს შეხვდა და საქართველოში ფრენის შესაძლებლობები განიხილა - საგარეო

Ryanair

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირ საქართველოს ელჩმა სოფიო ქაცარავამ შეხვედრა გამართა Ryanair აღმასრულებელ მმართველთან მაიკლ ო’ლირისთან. შეხვედრაზე განიხილეს ავიაკომპანიის საქართველოს აეროპორტებში ფრენების დაწყების შესაძლებლობები.

ირლანდიური ბიუჯეტური ავიაკომპანია საქართველოში მცირე ხნით პანდემიამდე დაფრინავდა, თუმცა Covid 19-ის დასრულების შემდეგ ფრენა აღარ გაუგრძელებია. ამ პერიოდში ევროპის უმსხვილესი ბიუჯეტური ავიაკომპანია საქართველოში 21 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურა. Ryanair-ი თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებიდან ბოლონიისა და მარსელის მიმართულებით დაფრინავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები