მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირლანდიური კომპანია Smurfit Kappa ამერიკულ ფირმასთან შერწყმას გეგმავს

Smurfit Kappa

ირლანდიის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Smurfit Kappa ამერიკულ ფირმასთან შერწყმას გეგმავს. Smurfit-ის თქმით, Westrock-თან გარიგება შექმნის ბიზნესს, რომლის წლიური ბრუნვაც $34 მილიარდი (£27 მილიარდი) იქნება.

Smurfit Kappa ქაღალდისა და მუყაოს შეფუთვის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა მსოფლიოში, სათავო ოფისი დუბლინში მდებარეობს და კომპანიას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჯამში 47,000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

Westrock აშშ-ში მეორე უმსხვილესი შეფუთვის კომპანიაა.

Smurfit-ის თქმით, ორივე ბიზნესის საბჭოები “აქტიურად განიხილავენ პოტენციური კომბინაციის ძირითად პირობებს”, თუ გარიგება შესრულდება, ახალი კომბინირებული კომპანია Smurfit WestRock-ის სახელით იქნება წარმოდგენილი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე, კომპანიის სათავო ოფისი კი ირლანდიაში იქნება.

Smurfit 1930 წლიდან ფუნქციონირებს, კომპანიის ბოლო მნიშვნელოვანი გაფართოება 2005 წელს იყო, როდესაც ის ნიდერლანდებში დაფუძნებულ კომპანია Kappa Packaging-თან გაერთიანდა.

საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები