მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ის მიდგომები, რომელიც მთავრობას ბიზნესის მიმართ აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია"

5bd4450baa9da
თელარა გელანტია
27.10.18 14:56
907
თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, „ის მიდგომები, რომელიც ხელისუფლებას ბიზნესის მიმართ აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია“.

ამის შესახებ კახი კალაძემ „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩემი ინფორმაციით, კომპანიამ საბიუჯეტო დავალიანების გადახდა დაიწყო; თუ არ ვცდები, რამდენიმე მილიონია უკვე გადახდილი და შესაბამისად, გააგრძელა მუშაობა. ჩვენთვის ბიზნესი არის მნიშვნელოვანი, ბიზნესი არის სფერო, რომელიც ქმნის ქვეყანაში კეთილდღეობას, ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას, ასაქმებს ადამიანებს და ის მიდგომები, რომელიც ხელისუფლებას აქვს ბიზნესის მიმართ, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და წინსვლას“, - განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე - რა შეთანხმება მოხდა სახელმწიფოსა და „ომეგა ჯგუფს“ შორის არჩევნების წინა დღეს, თბილისის მერმა შემდეგი პასუხი გასცა:

„ვერ გეტყვით, მნიშვნელოვანია ის, რომ თანხა ბიუჯეტში გადახდილია“, - აღნიშნა კალაძემ.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 26 ოქტომბერს, კომპანია „ოჯთ“-მ, სახელმწიფო ბიუჯეტში, კომპანიის მიერ დაგროვილი ვალის მომსახურების მიზნით, ჩარიცხა 1 მილიონი ლარი.

„კომპანიამ ითხოვა წარმოების განახლების ნებართვა, დაგროვებული ვალების ქმედითად მომსახურებისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით. შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა კომპანია „ოჯთ“-ს თხოვნა და კომპანიის ანგარიშს მოხსნა ინკასო, ასევე, ყადაღა მოეხსნა მხოლოდ საბრუნავ საშუალებებს, იმისათვის, რომ კომპანას მიეცეს წარმოების განახლების შესაძლებლობა. ასევე, „ოჯთ“-მ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძინა აქციზური მარკები წარმოების პროცესის უზრუნველსაყოფად.

ამ ეტაპზე „ოჯთ“ ამზადებს წინადადებების პაკეტს ვალის მომსახურების ახალი გრაფიკის შეთანხმების თაობაზე, რომელიც უნდა წარმოადგინოს უახლოესი დღეების განმავლობაში.
შემოსავლების სამსახური იმედს გამოთქვამს, რომ კომპანია „ოჯთ“ განაგრძობს ვალის კეთილსინდისერ მომსახურებას. წარმოების ხელშეწყობა, როგორც გადასახადების გადახდა, შედის სახელმწიფოს ინტერესებში“, - ნათქვამია განცხადებაში.


გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები