მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ის, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს - რჩევები უსაფრთხო სილამაზის შესახებ

BM.GE
18.11.22 09:47
376
ესთეტიკური მედიცინა 21-ე საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მედიცინის დარგია, რომელიც როგორც ქირურგიულ, ისე - არაქირურგიულ პროცედურებს მოიცავს. განსაკუთრებული პოპულარობით კი, ინექციური მეთოდები სარგებლობს. თეორიულად ბევრმა იცის, რომ ინექციური მეთოდების გამოყენებისას სიფრთხილე და ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვაა საჭირო, თუმცა ფაქტი უცვლელია - პაციენტების ნაწილი მაინც ხდება არასწორი ინტერპრეტაციებისა თუ არაპროფესიონალიზმის მსხვერპლი. ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით „კარაპს მედლაინის“ უკვე 25-წლიანი გამოცდილება იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ თავის მოვლის პროცედურების ჩატარებამდე პროფესიონალებისგან საჭირო და მნიშვნელოვანი რჩევები მიიღოთ. არასწორი მიდგომით ან შეუსაბამო პრეპარატებით განხორციელებული პროცედურების შედეგად გამოწვეული გართულებები, კარაპს მედლაინში კომპლექსურად განიხილება და მკურნალობის საუკეთესო მეთოდები ირჩევა.კლინიკაში პროცედურის ჩატარებამდე, პაციენტები ჯერ სახის კანის სრულ დიაგნოსტიკურ პროცედურებს გადიან, შემდეგ კი ექიმები, თითოეული კანის ტიპიდან და სტრუქტურიდან გამომდინარე, პაციენტს ინდივიდუალურად ურჩევენ, თუ რა სახის პროცედურა ესაჭიროებათ. კარაპს მედლაინი 2014 წლიდან სამედიცინო კორპორაცია ევექსის ჯგუფის წევრია.კორპორაცია დღეისთვის საქართველოში ფართო ჰოსპიტალურ ქსელს ფლობს და კლინიკებს ქვეყნის 6 რეგიონში მართავს.

ნინო გოგიბერიძე - „კარაპს მედლაინის“ ექიმი დერმატოლოგ-კოსმეტოლოგი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები