მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ის, რომ ვაქცინა უშვილობას იწვევს, მეცნიერულ საფუძველს მოკლებულია“ – "ასტრაზენეკას" ყოფილი კონსულტანტი

6138fa75d3a78
მარიამ იზორია
08.09.21 22:15
1363
"ასტრაზენეკას" ყოფილი კონსულტანტი დეა გოგიშვილი გადაცემა „ქალების ნარატივში“ ვაქცინებთან დაკავშირებით არსებულ მითებზე საუბრობს. მისი თქმით, ახალი ვაქცინები მითებს ყოველთვის იწვევდა და ეს პირველი შემთხვევა არ არის.

„ვაქცინებზე ახალ-ახალი მითები მარტივად ვრცელდება, მაგალითად ხშირად გვესმის, რომ ვაქცინა იწვევს უშვილობას, დნმ-ს შეცვლას და ა.შ, მითია, რომ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა ექსპერიმენტულია, მას ყველა ის ეტაპი აქვს გავლილი, რაც ვაქცინისთვის არის საჭირო, ამ კვლევებში ხარვეზები არ შეინიშნება, მისი შექმნის ტექნოლოგია არის ძველი და მრავალი ათწლეულის განმავლობაში ვითარდებოდა, ეს გუშინ და გუშინწინ არ შექმნილა, რაც შეეხება დნმ-ს ცვლას და იმას, რომ ვაქცინას უშვილობის გამოწვევა შეუძლია, ეს ყოველგვარ მეცნიერულ საფუძველს მოკლებულია, ამაზე არანაირი მეცნიერული ეჭვი არ არსებობს“ - განმარტავს დეა გოგიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები