მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ისანი-მეტრომშენის საბაგიროს მშენებლობაზე ტენდერი რამდენიმე თვეში გამოცხადდება - თბილისის ვიცე-მერი

ვაზისუბნის საბაგირო

თბილისის ვიცე-მერის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, თბილისში სამი ახალი საბაგირო დერეფანი მოეწყობა, რომლებიც ისანს ვაზისუბანთან, სარაჯიშვილს ზღვისუბანთან, ხოლო მ/ს "სამგორს" ასევე ვაზისუბანთან დააკავშირებს.

როგორც ტყემალაძე BM.GE-სთან აცხადებს, პირველი ისანი-მეტრომშენის დამაკავშირებელი საბაგიროს დამაკავშირებელი ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადება. მისი თქმით, აღნიშნულ პროექტზე თანხები ბიუჯეტში უკვე გამოყოფილია. ხოლო რაც შეეხება დანარჩენი საბაგიროების პროექტებს, მისი თქმით, ამ ეტაპზე დონორებთან და ფინანსთა სამინისტროსთან ფინანსური სახსრების მოძიებაზე სამუშაოები მიმდინარეობს.

"ისანი-მეტრომშენის სამუშაოებთან დაკავშირებით ბაზრის კვლევას უკვე ვაწარმოებთ. ამ წლის ბიუჯეტში ეს თანხა ასახულია, იმისთვის რომ ჩვენ ამ სამუშაოების განხორციელება დავიწყოთ.

რაც შეეხება იმ ორ შედარებით უფრო დიდ ხაზს [ სარაჯიშვილი-ზღვისუბანი, მ/ს "სამგორს" - ვაზისუბანი], ამასთან დაკავშირებით ჩვენ როგორც დონორებთან, ასევე ფინანსთა სამინისტროსთან ვმუშაობთ იმისათვის, რომ რესურსები მოვიძიოთ. უახლოეს მომავალში სიახლეები ამ მიმართულებითაც იქნება.

ისანი-მეტრომშენის საბაგიროს პროექტი ჩვენი ბიუჯეტით გვაქვს უზრუნველყოფილი, ბაზრის კვლევა მიმდინარეობს და საპროექტო სამუშაოების ეტაპზეც ძალიან მალე გადავალთ. ვფიქრობთ, რამდენიმე თვეში პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერის გამოცხადების შესაძლებლობა უკვე გვექნება”, - ამბობს თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები