დეველოპერულმა კომპანია „თეთრმა კვადრატმა“ ახალი მულტიფუნქციური პროექტი, „ისანი პარკი“ წარადგინა. პროექტი „ბიქეი ქონსთრაქშენსა“ და „ანაგთან“ პარტნიორობით აშენდება, მისი საინვესტიციო ღირებულება კი 100 მლნ $-ს სცდება.
პროექტი უბნური განაშენიანების კონცეფციაზეა აგებული და საცხოვრებელთან და კომერციულ სივრცეებთან ერთად, სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურას გააერთიანებს. პროექტის მშენებლობა 2024 წელს დაიწყება და 4 წელს გასტანს.