მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისანში ახალი დასასვენებელი სივრცე მოეწყო - პროექტი 1 მლნ ლარზე მეტი დაჯდა

6195351f44238
BM.GE
17.11.21 23:30
748
ისნის რაიონის გამგეობამ არტურ ლაისტის ქუჩაზე 5200 კვ.მ ფართობზე დასასვენებელი და გასართობი სივრცე მოაწყო. სამუშაოების ფარგლებში ორი საბავშვო და სპორტული მოედანი, ველობილიკი, საფეხმავლო ბილიკები, ცხოველების სასეირნო სივრცე, ფანჩატური, სარწყავი სისტემა და LED განათება გაკეთდა. ასევე დაირგო ხე-მცენარეები.

პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 1 028 740 ლარით დაფინანსდა.

„აქ ყველა ადამიანისთვის, პატარასთვის თუ მოხუცისთვის შესაბამისი გარემოა. ძაღლებისთვისაც სპეციალური სივრცე მოეწყო. ტერიტორიაზე დამონტაჟდა განათების სისტემები, დაირგო ახალი ხე-მცენარეები, ველობილიკი მოეწყო. მინდა მადლობა გადავუხადო ისნის რაიონის გამგეობას და მის თანამშრომლებს. ქალაქს ასეთი პროექტები სჭირდება. ყველგან, სადაც შესაძლებელი იქნება, მსგავს სამუშაოებს ჩავატარებთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები