მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ისანში, სავარუდოდ, CO-ს გაჟონვის გამო 7 ადამიანი გარდაიცვალა

5c52c51647934
BM.GE
31.01.19 13:49
1607
თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ კორპუში, CO-ს გაჟონვის შედეგად, 7 ადამიანი გარდაიცვალა. შსს-ში BMG-ის განუცხადეს, რომ ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული. 

ყაზტრანსგაზსში ამბობენ, რომ ადამიანების დაღუპვის მიზეზი იყო კუსტარულად დამონტაჟებული წყლის გამათბობელი, რომელმაც გამოიწვია არასრული წვა. მათივე ინფორმაციით, "ყაზტრანსგაზმა" ამ გამათბობლის კუსტარულად და,ონტაჟების გამო, 2018 წლის მარტში ბუნებრივი გაზის მიწოდება ჩაჭრეს. გაზგამანაწილების ინფორმაციით, როგორც ირკვევა, მოქალაქეებმა კუსტარულად აღადგინეს გაზგაყვანილობის სისტემა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები