მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ისარგებლეთ 20%-იანი ქეშბექ შეთავაზებით "თეგეტა მოტორსისგან"

5d516e2b6fb3f
BM.GE
12.08.19 17:45
699
თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს ქსელში წარმოდგენილ ნებისმიერ პროდუქტსა და სერვისზე 20%-იან ქეშბექ აქციას სთავაზობს.

როგორც bm.ge-ის კომპანიიდან აცნობეს, აქციის ფარგლებში ზაფხულის საბურავების, აკუმულატორების, ზეთების, ფილტრების, ავტოსათადარიგო ნაწილების, დანადგარებისა და სხვა ნებისმიერი პროდუქტის თუ სერვისის შეძენისას, მომხმარებლებს გადახდილი თანხის ზუსტად 20% თეგეტა ქარდზე დაუბრუნდებათ.
აქცია მოქმედებს „თეგეტას“ მთელს ქსელში 31 აგვისტოს ჩათვლით.

20%-იან ქეშბექ აქციასთან ერთად, მომხმარებელი, ასევე, მიიღებს უსასრულო გარანტიას Bridgestone-ის, Michelin-ის და Riken-ის ზაფხულის საბურავების შეძენისას, უსასრულო გარანტია ვრცელდება VARTA-ს აკუმულატორებსა და სამუხრუჭე ხუნდებზეც.

ამასთანავე, მოქმედებს აკუმულატორების ჩაბარების სერვისი, ძველი აკუმულატორის ჩაბარების შემთხვევაში, მომხმარებელი დამატებით ფასდაკლებას მიიღებს, 20%-იან ქეშბექსა და უსასრულო გარანტიასთან ერთად.

„თეგეტა“ ქარდზე დარიცხული თანხა შეგიძლიათ გამოიყენოთ თეგეტას ბრენდირებული აქსესუარების, ინსტრუმენტების, ავტომობილის მოვლის საშუალებებისა და ნებისმიერი დასახელების პროდუქტის შესაძენად თეგეტას ქსელში 31 დეკემბრის ჩათვლით.

"თეგეტა", ასევე, გთავაზობთ წინასწარი ჩაწერის სერვისს, რომლის საშუალებითაც თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, დაჯავშნოთ ვიზიტი სწრაფი სერვისის მისაღებად. ამასთანავე, შეგიძლიათ ისარგებლოთ „თეგეტა კომფორტის“ მომსახურებით, რომლის ფარგლებშიც პერსონალური მენეჯერი მოგაკითხავთ სასურველ მისამართზე და თავად უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილის სერვისცენტრში გადაყვანას. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ონლაინ რეზერვაციით, ისე თეგეტას ცხელი ხაზის მეშვეობით (032) 226 44 44.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები