მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისარგებლეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებით Notion-ზე - MarTech Institute-ის დამფუძნებლის გამოცდილება

MarTech Institute
18.06.24 16:42
619
სტატიაში საუბარია:

ბიზნესის ეფექტურად მართვა მუდმივ კომუნიკაციას, სტრატეგიების დაგეგმვასა და მარტივი თუ რთული დავალებების შესრულებას მოითხოვს. ამ ფუნქციების შეთავსება კი Notion-ის პლატფორმას იდეალურად შეუძლია, რომელიც ბიზნესის მართვის მიმართულებით დროსა და რესურსებს მარტივად დაგიზოგავთ. Notion როგორც ყოველდღიური კომუნიკაციისთვის, ასევე პროექტების სამართავადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ, რაც მოიცავს დავალებების შექმნას, სქემების აწყობასა და მნიშვნელოვანი ჩანაწერების გაკეთებას.

თუ მსგავსი ოპერაციების შესრულება თქვენი სამუშაო რუტინის ნაწილია, პროცესების გასამარტივებლად საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის ტექ.შეთავაზებით შეგიძლიათ ისარგებლოთ, რომელიც Notion-ის პლატფორმაზე 6-თვიან უფასო წვდომას გთავაზობთ. კიდევ რა შესაძლებლობებს სთავაზობს Notion ბიზნესებს განვითარებისთვის და როგორ მოარგებთ პლატფორმას თქვენს საჭიროებებს, ამის შესახებ ნუცა დოლიძე გვესაუბრა.

თითქმის 9 წელია, რაც ნუცა მარკეტინგის ინდუსტრიაში მუშაობს. მისი თქმით, ამ სფეროში მარკეტინგის ავტომატიზაციები და მომხმარებლის გამოცდილების პერსონალიზების მრავალფეროვანი შესაძლებლობები თავიდანვე აღმოაჩინა და სწორედ ამ მიმართულებით განაგრძო მუშაობა. ინგლისის ბაზარზე კომუნიკაციების ავტომატიზაციებსა და ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობის შემდეგ, ნუცამ MarTech Institute დააარსა. MarTech Institute-ში მარკეტინგის მოქმედ სპეციალისტებს და გუნდებს შეუძლიათ, გაიღრმაონ ცოდნა AI-ს გამოყენების, ავტომატიზაციების, პროგნოზირებადი ანალიტიკის და სხვა მნიშვნელოვანი მარტექ მიმართულებებით.

“Notion ბევრი მიზეზის გამო ჩემი ფავორიტი ტექნოლოგიური პლატფორმაა. გარდა სტრატეგიული მიზნებისა, ის დიდ ადგილს იკავებს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მარკეტინგული ავტომატიზაციების შექმნაში. მსგავსი მიდგომა მარკეტინგის გუნდებს თვეში ათობით საათს უზოგავს, რომლის გამოყენებაც ყველაზე მნიშვნელოვანისთვის — კრეატივსა და სტრატეგიაზე მუშაობაში შეუძლიათ.

Notion ჩემი სტარტაპისთვის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი პლატფორმაა. გარდა იმისა, რომ მასში იდეალურად შეგიძლიათ სამუშაო სივრცის ცენტრალიზება, მათ შორის, სტრატეგიული პროექტების მართვისას გუნდის შიგნით და კლიენტების მხარეს, ასევე სხვადასხვა პროცესის ავტომატიზირებისას Notion ძალიან მოქნილ პლატფორმად გვევლინება: შეგვიძლია რეპორტინგის, ბრიფების, კრეატიული ასეტების გენერირება და ოპტიმიზაცია”, — ამბობს ნუცა.

Notion ტექნოლოგიურ სიახლეებს მუდმივად ითვალისწინებს და ცდილობს, მომხმარებელს კიდევ უფრო კომფორტული სამუშაო სივრცე შეუქმნას. გარდა ამისა, პლატფორმას Google-ის პროდუქტების უმეტესობასთან (CRM სისტემებთან) პირდაპირი ინტეგრაციები აქვს. ნუცას თქმით, Notion-ს ცოტა ხნის წინ დაემატა ინტეგრირებული AI ასისტენტი, რომელსაც შეუძლია რუტინული დავალებების შესრულება, პრეზენტაციების შექმნა და ნებისმიერი ტექსტური მასალის ოპტიმიზაცია.

“ხშირად კომპანიებისთვის, მათ შორის ჩემი მომხმარებლებისთვის, ტექნოლოგიური ეკოსისტემის აწყობისას, პლატფორმების ყოველთვიური გადასახადები ჯამურად რამდენიმე ასეულ დოლარს აღწევს. თანამედროვე პრაქტიკა გულისხმობს საჭირო აპლიკაციების მინიმუმამდე დაყვანას და დუბლირებული ფუნქციონალების აღმოფხვრას. Notion ამ მახასიათებლებით იდეალური პლატფორმაა, რადგან მენეჯმენტიდან დაწყებული, რეპორტინგით დამთავრებული, ტექნოლოგიური ეკოსისტემის რამდენიმე რგოლს ავსებს.

საქართველოს ბანკის ამ შეთავაზებებით სარგებლობისას მარტივად შეძლებთ მნიშვნელოვნად შეამციროთ ხარჯები, თუმცა გაზარდოთ გამოყენებული ტექნოლოგიური გადაწყვეტების რაოდენობა. გაუმჯობესებული პროცესების ბენეფიტს კი კომპანიები, როგორც წესი, ძალიან მალე ამჩნევენ”, — აღნიშნავს ნუცა.

Notion-ის შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

საქართველოს ბანკის ტექ. შეთავაზებები ბიზნესებისთვის Notion-თან ერთად მრავალ საერთაშორისოდ ცნობილ ტექნოლოგიური პლატფორმას მოიცავს (Microsoft 365, Hotjar, Google Workspace, HubSpot და ა.შ.). სპეციალური პირობებით სარგებლობისთვის საჭიროა საქართველოს ბანკის ბიზნეს ბარათის აღება, რომელიც ბიზნეს ინტერნეტბანკსა და ბიზნეს მობილბანკშია ხელმისაწვდომი.

საქართველოს ბანკის სხვა ბიზნეს პროდუქტებსა და სერვისებზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ გაიგოთ აქ. ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში ონლაინ მარტივად და პროცესში შეუკვეთეთ ბიზნეს ბარათი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები