მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ISET: საახალწლო სუფრის ინდექსი 5%-ით გაიზარდა - სადღესასწაულო სუფრა ყველაზე ძვირი აჭარაში ჯდება

5863c33d04b39
BM.GE
28.12.16 17:50
2771
ISET-მა 2016 წლის ქართული სუფრის ინდექსი გამოაქვეყნა. ინდექსი 5-6 პერსონაზე გათვლილ სადღესასწაულო სუფრის ღირებულებას ითვლის საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. შედეგების მიხედვით, ყველაზე იაფი ქართული სუფრის მოწყობა შიდა ქართლში ჯდება და ის 142 ლარს შეადგენს, ხოლო ყველაზე ძვირი კი აჭარაში და ის 160 ლარს შეადგენს.

კვლევითმა ინსტიტუტმა სხვადსხვხა რეგიონებში ისეთი კერძების ღრებულება დათვალა როგორებიცაა, ხაჭაპური, მწვადი, საცივი, ფხალი, ოლივიეს სალათი, საცივი და ა.შ. საშუალოდ საახალწლო სუფრის ღირებულება 149 ლარს შეადგენს, რაც გასულ წელთან შედარებით 5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

როგორც გასულ წელს, წელსაც ყველაზე ძვირი ინგრედიენტი ნიგოზია და ერთი კილოგრამის ღირებულება საშუალოდ 10-25 ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები