ნოემბერში სტანდარტული იმერული ხაჭაპურის გამოცხობის ფასი 3.46 ლარს შეადგენდა, - ISET-ის ხაჭაპურის ინდექსის მიხედვით, წინა თვესთან შედარებით ფასი 1.9% -ით გაიზარდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 5.6%-ით შემცირდა, რისი მიზეზიც ქვეყანაში დაბალი ინფლაციაა. წლის განმავლობაში ფასის კლებაზე ყველაზე დიდი გავლენა ყველის ფასის შემცირებამ გამოიწვია, რომელიც წინა წლის ნოემბერთან შედარებით, 6,5%-ით შემცირდა.
"ლარის კურსის ცვლილებას შესაძლოა ფქვილის ფასის ზრდა გამოეწვია, რომელიც ქვეყანაში უმეტესად იმპორტიებულია, თუმცა მსოფლიოში ხორბლის ფასის შემცირებამ აღნიშნული გარემოების დაბალანსება გამოიწვია.
ხაჭაპურის ინდექსი აჩვენებს, რომ საქართველოში ფქვილის ფასი საერთაშორისო ხორბლის ფასების ტენდენციასთან შესაბამისობაშია. წინა თვესთან შედარებით, ნოემბერში ფქვილის ფასი 1,7%-ით შემცირდა, წინა წელთან შედარებით კი 7%-ით. აღსანიშნავია, რომ ჩვენ მხოლოდ მაღალი ხარისხის ფქვილის ფასს ვაკვირდებით საქართველოს ოთხ ქალაქში", - განმარტავენ ISET-ში.

























