მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ისეთ შეკრებაში მონაწილეობა, რომელიც შსს-ს მოთხოვნით შეწყვეტას დაექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში 60 დღემდე პატიმრობას გამოიწვევს - ირაკლი კირცხალია

აქცია

"იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება იმ პირს, რომელიც შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას ან ისეთ საგანს, რომელიც გამოიყენება სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მისაყენებლად.

"ამგვარი აკრძალული ქმედებების განმეორებით ჩადენილი ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას 1 წლამდე ვადით. ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება გამოიწვევს 2 წლამდე ვადით პასუხისგებაში მიცემას", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგზე.

"აქციაზე სახის ნიღბით დაფარვა ან გზის გადაკეტვა 15 დღემდე პატიმრობით დაისჯება" - „ოცნება“ აქციებთან დაკავშირებით კანონმდებლობას ამკაცრებს

სისხლის სამართლის კოდექსს ახალი მუხლი ემატება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები