მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ისევ თითიდან გამოწოვილი თემაა" - ნათია თურნავა "პროგრეს ბანკის" საკითხზე

5db2b82d10551
თელარა გელანტია
25.10.19 12:51
893
„ისევ თითიდან გამოწოვილი თემაა და როგორც ჩანს, ისევ საქმე გვაქვს აქცენტების პოლიტიკურ ჭრილში გადატანასთან“, - ასე ეხმაურება ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ბოლო დღეების განმავლობაში „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ „პროგრეს ბანკის“ საეჭვო ტრანზაქციებთან და აქტივებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

„ჩვენ მოვისმინეთ „თიბისი ბანკის“ მენეჯმენტის სრულიად ამომწურავი განმარტება, როგორც ჩანს, ისევ თითიდან გამოწოვილი თემაა და როგორც ჩანს, ისევ საქმე გვაქვს აქცენტების პოლიტიკურ ჭრილში გადატანასთან იმის მაგივრად, რომ ინვესტორი და მასთან ასოცირებული პოლიტიკოსები ცდილობდნენ, რამენაირად შეასრულონ ანაკლიის პორტში მათზე დაკისრებული ვალდებულებები. კვლავ მოვუწოდებ მათ, იზრუნონ იმაზე, რომ დროულად დაიწყოს ანაკლიის პორტის მშენებლობა და თავი დააანებონ საკითხის პოლიტიზირებას და ყურადღების სხვა ჭრილში გადატანას“, - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ "პროგრეს ბანკის" აქტივების შესყიდვასთან დაკავშირებით განცხადება როგორც „თიბისის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, ასევე საქართველოს ეროვნულმა ბანკმაც გააკეთა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები