"სამართლიანი არჩევნები" საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გათავისუფლებული 43 ადამიანის ინტერესებს სასამართლოში დაიცავს. ორგანიზაციის ინფორმაციით, გათავისუფლებული პირების დაცვის მიზნით საქალაქო სასამართლოებში სარჩელი უკვე წარადგინეს.
ISFED-ის შეფასებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან თანამშრომელთა გათავისუფლება არ ემსახურებოდა რეალურ საჭიროებებს და პროცესი სრულიად დისკრიმინაციულად წარიმართა.
მათივე განცხადებით, უწყება განიცდის კადრების დეფიციტს, რაც დასტურდება საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული არაერთი ვაკანსიით. ამასთან, გათავისუფლებულთა ნაწილი წლებია მუშაობს სააგენტოში, რაც ცხადყოფს, რომ თანამშრომელთა ნაწილთან დადებული ხელშეკრულებები კანონმდებლობის მიხედვით უვადო შრომით ხელშეკრულებას მიეკუთვნება. პირადი ინფორმაციის მოთხოვნის მიუხედავად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ამ დრომდე არ მოუწოდებია ბენეფიციართა უმრავლესობასთან დაკავშირებით გამოთხოვილი ინფორმაციები.
გასული წლის ბოლოს "ქართულმა ოცნებამ" დაჩქარებული წესით „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები შეიტანა. "სამართლიანი არჩევნების" განცხადებებით, ცვლილებებით გაუარესდა არსებული საკანონმდებლო მოწესრიგება და დაირღვა საჯარო მოსამსახურეთა შრომითი უფლებები,


























