მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იშვიათი Rolex ,,Milgauss''-ი აუქციონზე რეკორდულ თანხად გაიყიდა

6461ffa1dee1d
ირაკლი მოდებაძე
16.05.23 00:40
1274
იშვიათი და ხელუხლებელი "Rolex Milgauss-ის" საათი რეკორდულ თანხად 2.5 მილიონ დოლარად გაიყიდა.

უჟანგავი ფოლადის საათი, წარმოებულია 1958 წელს და შექმნილია მაგნიტური ველების წინააღმდეგობის გაწევისთვის. ,,Milgauss’’ იყო ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული საათი, რომელიც ჟენევის საათების აუქციონზე შაბათ-კვირას გაიყიდა. 

შვეიცარიულმა ბრენდმა ,,Milgauss-ის’’ მოდელის წარმოება მარტში შეწყვიტა. ანტიმაგნიტური საათი ლაბორატორიაში მომუშავე ხალხისთვის იყო შექმნილი, თუმცა ისეთივე პოპულარობა ვერ მოიპოვა, როგორც პილოტებისთვის, მყვინთავებისთვის და მრბოლელებისთვის შექმნილმა მოდელებმა.

ჟენევის აუქციონზე მეორე ყველაზე ძვირადღირებული საათი Rolex-ის ოქროსფერი ,,Daytona-ს’’ მოდელის ,,John Player Special’’ იყო, რომელიც 1970-იანი წლების ,,ლოტუსის’’ ფორმულა ერთის სარბოლო გუნდს გაგვახსენებდა. აღნიშნულ საათი 2.25 მილიონ ფრანკად გაიყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები