მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იშვიათი ვარდისფერი ბრილიანტი Christie's-ის აუქციონზე $38 მილიონად გაიყიდება

609a8fe34cc3f
ნათია თაქთაქიშვილი
11.05.21 22:39
1853
იშვიათი ვარდისფერი შეფერილობის ბრილიანტი Christie's-ის აუქციონზე, რომელიც მომავალ კვირას ჰონგ-კონგში უნდა გაიმართოს, რეკორდულ თანხად გაიყიდება. ბრილიანტის საწყისი ღირებულება 38 მილიონი აშშ დოლარია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცლელებს.

18.81-კარანტიანი ბრილიანტი სახელად "საკურა“ ყველაზე მსხვილკარატიანი ვარდისფერი ბრილიანტია, რომელიც ამ დრომდე აუქციონებზე გაყიდულა. აღნიშნული ბრილიანტის მსგავსი შეფერილობა მსოფლიოში არსებული ვარდისფერი ბრილიანტების მხოლოდ 4%-ს აქვთ.

როგორც აუქციონის ორგანიზატორები იუწყებიან, ბრილიანტის მაღალი ფასი მისმა ზომამ, თვალისმომჭრელმა შეფერილობამ და უზადო შინაგანმა სტრუქტურამ განაპირობა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში გამართულ Sotheby's-ს აუქციონზე ვარდისფერი შეფერილობის 14.8-კარატიანი ბრილიანტი, სახელად "ვარდის სული", 26.6 მლნ დოლარად გაიყიდა, ხოლო ყველა დროის ყველაზე ძვირად ღირებული ბრილიანტი 2017 წელს 71.2 მილიონ აშშ დოლარად ჰონგ-კონგის Sotheby’s-ის აუქციონზე გაიყიდა .

СNN-ი წერს, რომ ბრილიანტების გაყიდვებიდან შემოსავლები მსოფლიოს მასშტაბით  გასულ წელს 15%-ით შემცირდა, ხოლო ზოგადად საიუველირო ნაწარმის 40%-ით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები