ისლანდიის პრემიერ მინისტრი, კეტერინ იაკობსდოტირი აპირებს უცხოელი ინვესტორების წინააღმდეგ წავიდეს, რომლებიც კუნძულების შეძენას აპირებენ. მას სურს, რომ უცხოელებზე მიწების გასხვისება აკრძალოს. პრემიერ-მინისტრმა, რომელიც მწვანე მოძრაობის ლიდერია განაცხადა, რომ მიწის გასხვისებაზე შეზღუდვების შემოღება სურს. თუმცა, მისი თქმით ის დაელოდება იმ სამინისტროების კვლევას, რომელიც თემაზე აქტიურად მუშაობენ. “ყველაზე მეტად მსურს დავიცვა ქვეყნის სუვერენიტეტი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გადავწყვიტოთ თუ როგორ უნდა განვითარდეს და მოეწყოს ტერიტორია " - განმარტა კეტერინ იაკობსდოტირმა
შეგახსენებთ, რომ ისლანდიის მოსახლეობა 2016 წლის მონაცემებით 334,252 ადამიანს შეადგენს, მისი ფართობი კი 103,000 კვადრატული კილომეტრია.