სამხრეთ ისლანდიაში, რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ვულკანის მორიგი ამოფრქვევის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ეს დეკემბრის შემდეგ ვულკანის მეოთხე ამოფრქვევაა.
საერთაშორისო მედიის ცნობით, ხელისუფლებამ რამდენიმე კვირის წინ გააფრთხილა მოსახლეობა მოსალოდნელი ამოფრქვევის შესახებ. ამ ეტაპზე კი, ლავა მეთევზეთა დასახლება გრინდავიკისკენ მიედინება, საიდანაც მოსახლეობა უკვე ევაკუირებულია.
დაბიდან, სადაც 4 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, ადგილობრივები ვულკანის წინა გააქტიურების დროსაც გაიყვანეს. იანვარში გრინდავიკში ლავამ რამდენიმე სახლი მთლიანად გაანადგურა.
ასევე, კვლავ დაიხურა ისლანდიაში ცნობილი თერმული სპა „ცისფერი ლაგუნა“, რომელი ვულკანის მახლობლად მდებარეობს. ადგილიდან 500-600 ადამიანი გაიყვანეს.
ცნობისთვის, ისლანდიაში 30-ზე მეტი აქტიური ვულკანია.