მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ისნის ბაზრობის მფლობელი კომპანია ჯიხურებს გაწმენდს და აღადგენს

599acf8ab38c0
BM.GE
21.08.17 16:14
1051
ისნის ბაზრობის მოვაჭრეებმა ბაზრობის მფლობელი კომპანია "ტრანსსერვისისგან" ჯიხურების აღდგენისა და გაწმენდის დაპირება მიიღეს. ამის შესახებ „საქმის კურსს“ დამწვარი ჯიხურის მოიჯარემ ემზარ ლეთოდიანმა განუცხადა.

კომპანიამ დაპირება მოვაჭრეებს შეხვედრაზე მისცა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

ემზარ ლეთოდიანი აცხადებს, რომ დაზარალებულია 40-მდე ადამიანი, რომლებიც ამ წუთებში ზარალს ითვლიან. მოვაჭრეები საქმის დროულად გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია „ტრანსსერვისმა“ განცხადებაც გაავრცელა:

"კომპანია დაზარალებულებს მიმართავს: მოგიწოდებთ, აქტიურად ჩაერთოთ პროცესში. დროულად აღწეროთ ქონება და შეაფასებინოთ მიყენებული ზიანი, მიიღოთ მონაწილეობა ქონების გადარჩევაში, ჯიხურებისა და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაში, გადარჩენილი ქონების გატანასა და ჯიხურების აღდგენაში, რაც მოგცემთ საშუალებას, უმოკლეს ვადაში შეძლოთ საქმიანობის გაგრძელება”, - აცხადებენ კომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები