მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

iSpace: 2019 წელთან შედარებით გაყიდვები 10-ჯერ გაგვეზარდა

63be65762b29d
თათია კაკიაშვილი
11.01.23 17:41
603
“თუ 2019 წელს 2021-ს შევადარებთ, ჩვენი გაყიდვები 5-ჯერ გაიზარდა. 2022-ში კი, პრეპანდემიურ პერიოდთან შედარებით, 10-ჯერ,” - ამის შესახებ BMG-ის Apple Premium Reseller-ის გენერალურმა დირექტორმა ანზორ ლომიძემ განუცხადა.

გასული წლის შეჯამებისას, ლომიძემ თქვა, რომ 2022 წელი iSpace-სთვის ერთ-ერთი გამორჩეული იყო როგორც ბიზნესის საცალო, ისე კორპორაციული განყოფილებებისთვის.

„2022 წელს ჩვენ გავხსენით ორი ახალი მაღაზია: თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე და ბათუმში, მეტრო სიტიში. ამან საშუალება მოგვცა, ჩვენი სერვისები უფრო მეტი მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ბაზარზე არსებული მოთხოვნის მატებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. ASBC-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საქართველოს ბაზრის ლიდერებთან კავშირი, სწორედ ამ კავშირებით შეგვიძლია გავაზიაროთ Apple-ის გამოცდილება ბიზნეს სექტორის განვითარებაში,“ - განაცხადა ანზორ ლომიძემ.

მისივე თქმით, კომპანიას 2023 წელსაც გაფართოების გეგმები აქვს.

„ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ, 2023 წელს ჩვენ ვაგრძელებთ ზრდას და ახალ პროექტებს უფრო მეტ მომხმარებელს შევთავაზებთ“, - დასძინა ანზორ ლომიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში iSpace მომხმარებელს Apple-ის პრემიუმ პროდუქციას 2017 წლიდან სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები