Apple-ის პრემიუმ რისელერმა საქართველოში, iSpace-მა რიგით მეექვსე ფილიალი თბილისში, სავაჭრო ცენტრ East Point-ში გახსნა და 8-9-10 ნოემბერს მომხმარებლისთვის 20-მდე დასახლების პროდუქტზე განსაკუთრებული შეთავაზებაც მოამზადა - ტექნიკასა და აქსესუარებზე ახალ ფილიალში 15%-იანი ქეშბექ აქცია იმოქმედებს.
როგორც iSpace-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი, ლევან თაღიაშვილი "საქმიან დილაში" სტუმრობისას აღნიშნავს, საქართველოს მასშტაბით მეექვსე ფილიალის გახსნა Apple-ის პრემიუმ გამოცდილებაზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა.
"მეექვსე ფილიალის გახსნა გადავწყვიტეთ, რადგან მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნა არა მხოლოდ პრემიუმ პროდუქტზე, არამედ პრემიუმ გამოცდილებაზეც ძალიან გაზრდილია. პროდუქციის შეძენა მომხმარებელს ძალიან წლებია, რაც შეუძლია, ჩვენ კი მათ Apple-ის გამოცდილებასაც ვთავაზობთ, რაც საქართველოში მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია. ეს შეთავაზება, მათ შორის, ქვეყანაში ერთადერთ სერტიფიცირებულ მხარდაჭერის სერვისს, iSupport-ს ითვალისწინებს", - ამბობს ლევან თაღიაშვილი.
East Point-ის ფილიალში 10 ნოემბრის ჩათვლით, თიბისი ბანკის ნებისმიერი ბარათით გადახდის შემთხვევაში, 15%-იანი ქეშბექი გავრცელდება როგორც iPhone-ებზე, ასევე iPad-ებზე, Apple Watch-ებსა და სხვა მოთხოვნად პროდუქციაზე.
"ვეცადეთ, ძალიან სარფიანი შეთავაზება დაგვეხვედრებინა მომხმარებლისთვის და გულწრფელად ვფიქრობ, რომ ეს გამოგვივიდა, რადგან მსგავსი ფასები, დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე აღარ იქნება. 20-ზე მეტ შერჩეულ პროდუქტში შედის თითქმის ყველა დასახელება: iPhone 15 pro და pro max, MacBook-ები, iPad-ები, Apple Watch Series 9 და Airpods-ის მესამე სერია, რომელიც იმდენად მოთხოვნადი აღმოჩნდა, რომ წინასწარი შეკვეთების პირობებშიც, ძალიან მალე იწურება მარაგები", - აღნიშნავს iSpace-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.
ლევან თაღიაშვილის ინფორმაციით, 2025 წლიდან iSpace Apple-ის პრემიუმპარტნიორი ხდება, რითაც კავკასიის რეგიონში პირველი კომპანია იქნება, რომელმაც Apple-სთან ურთიერთობის ბოლო ეტაპს მიაღწია.
პრემიუმ პარტნიორობის ფარგლებში, სავაჭრო ცენტრ "გალერეა თბილისში" არსებული iSpace-ის ფილიალი გაფართოვდება და მომხმარებელს Apple-ის გარშემო არსებულ ყველა ტიპის მომსახურებას ერთ სივრცეში შესთავაზებს. ახალ ფილიალში ჩატარდება ყოველდღიური მასტერკლასებიც.