მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელ-ირანის დაპირისპირების ფონზე, თბილისიდან 12, ბათუმიდან 7 რეისი გაუქმდა

TAV Georgia

ისრაელ-ირანს შორის მიმდინარე დაპირისპირების ფონზე თბილისის აეროპორტიდან 12, ბათუმის აეროპორტიდან კი 7 რეისი გაუქმდა. ამის შესახებ BMG-ის TAV Georgia-ში განუცხადეს. კომპანიაში ამბობენ, რომ ფრენები არა მხოლოდ ისრაელის, არამედ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართულებითაც გაუქმდა. აბუ-დაბის მიმართულებით დღეს ფრენა ქუთაისის აეროპორტიდანაც გაუქმდა.

13 ივნისს გამთენიისას ისრაელის თავდაცვის არმიამ ირანზე იერიში მიიტანა. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, დაარტყეს ურანის გამდიდრების მთავარ ობიექტს ქალაქ ნათანზში, ასევე ირანელ მეცნიერებს, რომლებიც ბირთვული ბომბის შესაქმნელად მუშაობენ. დაპირისპირების გამო ისრაელმა, ირანმა, ერაყმა და ჯორდანმა საჰაერო სივრცე ჩაკეტეს. ირანისგან მოსალოდნელი საპასუხო შეტევის გამო ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ბენ გურიონის აეროპორტი დახურა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები