მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელი-ჰამასის ომი, შესაძლოა, დამატებით 7 თვე გაგრძელდეს

ისრაელი

ისრაელისა და ჰამასის დაპირისპირება გასული წლის 7 ოქტომბერს დაიწყო და მაშინ არავის ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ კონფლიქტი ამდენი ხნის განმავლობაში გაგრძელდებოდა.

მიუხედავად მოსალოდნელზე უარესი შედეგისა, უსაფრთხოების საკითხებში ისრაელის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ცაჩი ჰანეგბი აცხადებს, რომ მთავრობა კონფლიქტის დამატებით შვიდი თვით გაგრძელებისთვის ემზადება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელი-ჰამასის ომი, შესაძლოა, 2025 წლამდე გაგრძელდეს.

კონფლიქტის ასეთ გაჭიანურებას ის ფაქტი განაპირობებს, რომ ისრაელს ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ უწევს ბრძოლა, რომლის მოსპობა ერთი ხელის მოსმით ფაქტობრივად შეუძლებელია, თანაც ჰამასს პირდაპირი მხარდაჭერა აქვს ირანის მხრიდან, რომლის გაცხადებულ მიზანს ისრაელის განადგურება წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები