ისრაელი რუსული Sputinik V-ით აცრილებს ქვეყანაში შესვლის უფლებას მისცემს. აღნიშნულ ცვლილებამდე, სახელმწიფო მხოლოდ აშშ-ს საკვების და წამლის სააგენტოს მიერ აღიარებული ვაქცინებით აცრილ მოქალაქეებს უშვებდა ქვეყანაში. ამის შესახებ ინფორმაციას The Time Of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს გენერალური დირექტორის, ნახმან ეშის თქმით, რუსული ვაქცინით აცრილ პირებს PCR ტესტთან ერთად სეროლოგიური ტესტის აღებაც მოუწევთ.
ეშის თქმით, სეროლოგიური ტესტი, რომელსაც ანტისხეულების აღმოჩენის უნარი აქვს, დაადასტურებს, რომ ქვეყანაში შემომსვლელი ნამდვილად აცრილია კორონავირუსის ვაქცინით.
ისრაელის პრემიერსა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ რუსული ვაქცინით აცრილებს ისრაელის ტერიტორიაზე შესვლის საშუალება 15 ნოემბრიდან მიეცემათ.
შეგახსენებთ, რომ ისრაელმა სრულად ვაქცინირებულებისთვის საზღვრების გახსნა პირველი ნოემბრიდან დაუშვა, მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინით არიან აცრილნი.