Galt & Taggart-ის ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის თანახმად, დეველოპერების კვლევა მიუთითებს, რომ გაყიდული ბინების დაახლოებით სამი მეოთხედი უცხოელებზე მოდის. კერძოდ, 2025 წლის მონაცემებით, შერჩეულ დეველოპერულ პროექტებში 77% უცხოელებზე გაიყიდა.
მოთხოვნის უმეტესი ნაწილი უკრაინიდან, რუსეთიდან, ბელორუსიიდან, ისრაელიდან და ევროპიდან მოდის, ხოლო თურქეთი, არაბული სამყარო და ცენტრალური აზია მზარდ ბაზრებს წარმოადგენენ ინტერესის თვალსაზრისით.
პუბლიკაციის მიხედვით, ისრაელის მოქალაქეებზე გაყიდვების 16% მოდის და მიზნობრიობა თითქმის სრულად საინვესტიციოა. ევროპასთან მიმართებით კი აღნიშნულია, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის მოლოდინები და შედეგად ფასის ზრდა საინვესტიციოდ ბინების შესყიდვის მოტივაციას წარმოადგენდა. ბოლო დროის მოვლენებმა მოთხოვნა შეანელა, თუმცა ევროპა კვლავ გაყიდვების მნიშვნელოვანი წყაროა.

ბათუმში, პირველად ბაზარზე, ბინების ჭარბი მიწოდების რისკებია - G&T-ის მიმოხილვა




























