ისრაელში მყოფი და საქართველოში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის 11 ოქტომბერს 11:40 სთ-ზე ჩაინიშნა "საქართველოს ავიახაზების" დამატებითი რეისი თბილისის მიმართულებით.
ინფორმაციას ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია სოციალურს ქსელში აქვეყნებს.
"ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ინტერნეტით. მოთხოვნასთან ერთად, შესაძლებელი იქნება დამატებით სხვა რეისის ჩანიშვნაც.
მადლობა ისრაელის ტრანსპორტის სამინისტროს და ჩვენს მეგობარ Miri Regev מירי רגב-ს საქართველოს მთავრობის თხოვნის დროულად დაკმაყოფილებისთვის," - წერს ლაშა ჟვანია.