მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელის ელჩი: „მომავალში ქართველების დასაქმების სფეროები შესაძლოა, გავზარდოთ“

5fd24c6eb8391
თათია კაკიაშვილი
10.12.20 20:44
2211
„ამ ხელშეკრულების პირობებში, ჩვენ შევთანხმდით კიდევ ერთ დოკუმენტზე - ეს არის პროტოკოლი, რომელიც იმ კადრების განვითარებას ითვალისწინებს, ვინც სოციალური მოვლისა და ზრუნვის პროგრამაში ჩაერთვება“ , - ამის შესახებ BMG-ის საქართველოში ისრაელის ელჩმა, რან გიდორმა განუცხადა. ელჩი ამ განცხადებით ორ ქვეყანას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას გამოეხმაურა, რომელიც ისრაელში ქართველების ლეგალურ დასაქმებას ითვალისწინებს.

რან გიდორი ისრაელში დასაქმებული ქართველების ანაზღაურების მოცულობას არ აკონკრეტებს და განმარტავს, რომ ხელმოწერილი ხელშეკრულება ითვალისწინებს ქართველების დროებით, თუმცა ლეგალურ დასაქმებას.

„მომავალში ამ მიმართულებით დასაქმებულების რაოდენობა შესაძლოა, გავზარდოთ, ცხადია, სხვა მიმართულებებთან ერთად. ქართველი კანდიდატების კვალიფიკაციას რაც შეეხება, აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ მათ მოეთხოვებათ ოთხიდან მინიმუმ ერთი ენის ცოდნა, რომელზეც ისრაელში ყველაზე ხშირად საუბრობენ - მინიმუმ ინგლისურად ან რუსულად მაინც უნდა შეეძლოთ საუბარი. შემდეგ ქართველები სპეციალურ ტრენინგებსაც გაივლიან“, - განაცხადა რან გიდორმა.

მისივე თქმით, საელჩო მზადაა, ყველა იმ დაინტერესებულ პირს გაესაუბროს, ვისაც მომავალში ისრაელში დასაქმება სურს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები