მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ისრაელის მიერ კატარში განხორციელებულმა ოპერაციამ დიპლომატიური კრიზისი გამოიწვია

ისრაელი

ისრაელმა კატარის დედაქალაქ დოჰაში საჰაერო დარტყმა განახორციელა. სამხედრო ოპერაციის მიზანი ჰამასის იმ ლიდერების განადგურება იყო, რომლებიც მიმდინარე ომს კატარში აფარებენ თავს და სამშვიდობო მოლაპარაკებებში იღებენ მონაწილეობას.

ისრაელმა დარტყმები ლეგტაიფლიას საცხოვრებელი სივრცის სიახლოვეს განახორციელა და 5 ადამიანი გაანადგურა, მათ შორის, ჰამასის პოლიტიკური ლიდერის, ხალილ ალ-ჰანიას ვაჟი, ასევე ჰანიას ოფისის ხელმძღვანელი. სარაკეტო იერიშს შეეწირა ჰამასის სამხედრო ფრთის, ალ ქასამის ბრიგადის ერთ-ერთი მეთაური, ჯიჰად ლაბადი. გარდაიცვალა კატარული დაცვის სამსახურის თანამშრომელიც. აღსანიშნავია, რომ სარაკეტო დარტყმას გადაურჩა თავად ალ-ჰანია და ჰამასის სხვა რამდენიმე მომლაპარაკებელი.

სამხედრო ოპერაციის თავდაპირველი მიზანი ჰამასის პოლიტიკური ფრთის განადგურება იყო, თუმცა მეტწილად წარუმატებელმა სარაკეტო იერიშმა ისრაელი დიპლომატიურ სკანდალში გახვია. გაჩნდა სერიოზული საფრთხე, რომ ამერიკის მიერ მხარდაჭერილი სამშვიდობო მოლაპარაკებები სრულად ჩაიშლება და მძევლების სიცოცხლე რისკის ქვეშ დადგება.

ნეთანიაჰუს ხელისუფლების გადაწყვეტილება გააკრიტიკა კატარის მთავრობამაც, რომლის წარმომადგენელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხედრო ოპერაციის განხორციელების გამო, შესაძლოა ვეღარც ერთი მძევლის ცოცხლად დაბრუნება ვეღარ მოხერხდეს. ამასთან, ისრაელური რაკეტების დოჰაში ჩამოვარდნა მთავრობამ მძიმე დანაშაულად და ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვად, ასევე საერთაშორისო სამართლის დარღვევად შეაფასა.

წარუმატებელ ოპერაციას გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ. მან განხორციელებული დარტყმა გაამართლა და კატარს ჰამასის ხელმძღვანელების მფარველობაში დასდო ბრალია. მომხდარი შეაფასა დონალდ ტრამპმაც და განაცხადა, რომ შტატები ამ სამხედრო მოქმედებაში ჩართული არ ყოფილა. მისი თქმით, ისრაელის მიერ მსგავსი მასშტაბის დარტყმების შესახებ გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღება სამშვიდობო პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები