მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელის მოქალაქეები საქართველოში უძრავი ქონების შეძენით არიან დაინტერესებულნი - იურისტი

უძრავი ქონება

ისრაელის მოქალაქეების მხრიდან საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვისას იურიდიულ მომსახურებაზე მოთხოვნა გაიზარდა - ამის შესახებ იურისტი გია ფოლადიშვილი აცხადებს. მისი თქმით, ისრაელის მოქალაქეები როგორც - საცხოვრებელი, ისე საინვესტიციო მიზნით უძრავი ქონების შესყიდვით ინტერესდებიან და მოთხოვნა განსაკუთრებით ბათუმზეა.

“ისრაელის ბაზარი ისედაც აქტიური იყო საქართველოში უძრავი ქონების შეძენის თვალსაზრისით, მაგრამ ფაქტია, საომარმა მოქმედებებმა საქართველოს მიმართ ისრაელის მოქალაქეების ინტერესი გაზარდა. იურიდიული მომსახურების და კონსულტაციის მიმართულებით, მომართვიანობა მინიმუმ 10-ჯერ მაინც გაიზარდა. ისრაელის მოქალაქეები ცდილობენ, ბინადრობის მოკლევადიანი ნებართვა მიიღონ საქართველოში ცხოვრების უფლებით. ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ შესაძენი ფართის ღირებულება 100 000 დოლარს აღემატება, 1-წლიანი ბინადრობის უფლების მოპოვება შეუძლიათ. შესაბამისად, ვფიქრობ, ესეც განაპირობებს გაძლიერებულ ინტერესს საქართველოში უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით", - ამბობს იურისტი გია ფოლადიშვილი.

ცნობისთვის, 2022 წელს საქართველოში რეალიზებული უძრავი ქონების თითქმის მეხუთედი 15 000 ბინა უცხოეთის მოქალაქეებზე გაიყიდა. სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი, 6,062 ბინა რუსეთის მოქალაქეებმა შეიძინეს, მეორე ადგილზე კი, ისრაელის მოქალაქეები არიან. გასულ წელს ისრაელის მოქალაქეებმა 1892 ბინა შეიძინეს. 2023 წლის 1 კვარტალის მონაცემებით, გაყიდული 5,159 ბინიდან ისრაელის მოქალაქეებმა 671 ბინა იყიდეს.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები