კომპლექსური და მტკივნეული გადაწყვეტილება - ასე შეაფასა ისრაელის ომის მინისტრმა საკუთარი გადაწყვეტილება.
ბენი განცი თანამდებობიდან რამდენიმე საათის წინ გადადგა და განაცხადა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ "ხელს უშლიდა რეალურ გამარჯვებას" ჰამასზე, მებრძოლი ჯგუფი კი, იბრძოდა ღაზაში ბოლო რვა თვის განმავლობაში.
განცი, ისრაელის ომის სამი მინისტრიდან ერთ-ერთი იყო. ბოლო პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ის მიდის "დამძიმებული გულით, მაგრამ სრული ნდობით".
მან მოუწოდა პრემიერ-მინისტრს დანიშნოს არჩევნების თარიღი, რადგან ის „სრული გამარჯვებას შეუძლებელს ხდის“, ამასთან, თქვა, რომ მთავრობამ „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების დაბრუნება პოლიტიკურ გადარჩენაზე მაღლა უნდა დააყენოს.
უნდა აღინიშნოს, რომ ისრაელელი სამხედრო და პოლიტიკოსი ნეთანიაჰუს მინისტრთა კაბინეტს გასული წლის 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმის შემდეგ შეუერთდა. განცი ითვლებოდა სანდოობის წყაროდ და მომლაპარაკებლად საერთაშორისო პარტნიორებთან.