ისრაელის პარლამენტმა თვითდათხოვნა გამოაცხადა. ქნესეტის დეპუტატებმა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნას დაუჭირეს მხარი და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნეს. ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი ქნესეტის მხოლოდ 2 წევრი იყო, მხარდამჭერი - 102.
თავის დროზე,ისრაელის მმართველმა კოალიციამ მიიღო გადაწყვეტილება ქნესეტის დათხოვნაზე და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე. როგორც საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოები გადმოსცემენ, წინასწარი კვლევების თანახმად, მომავალ არჩევნებზე, უკვე მეხუთედ ბენიამინ ნეთიანიახუს პარტია “ლიკუდი” გაიმარჯვებს.

























