ისრაელის პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი ახალი მთავრობის ფორმირების მანდატს არა ბენიამინ ნეთანიაჰუს, არამედ ოპოზიციის ლიდერსა და პარტია Yashar-ის თავმჯდომარეს, გადი აიზენკოტს გადასცემს.
ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის რეზიდენციაში ხვალ, 17:00 საათზე გაიმართება. ამ გადაწყვეტილების შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა თავად აიზენკოტსა და მოქმედ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს უქმეებზე გამართულ შეხვედრებზე უკვე აცნობა.
ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნებიდან კვირა-ნახევრის შემდეგ, გადი აიზენკოტის კანდიდატურას მხარი ქნესეთის 67-მა წევრმა დაუჭირა. მანდატის ოფიციალურად მიღების შემდეგ, პარტიის ლიდერს მინისტრთა კაბინეტის დასაკომპლექტებლად 28 დღე ექნება. თუ ის დაკისრებულ მისიას დადგენილ დროში ვერ შეასრულებს, აიზენკოტი ვადის დამატებით 14 დღით გახანგრძლივების მოთხოვნას შეძლებს.
























