ისრაელის სამხედრო ავიაციამ იემენში, შიიტი „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებულ ქალაქ ჰოდეიდაზე მასშტაბური იერიში მიიტანა.
ისრაელის სამხედრო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთი დღით ადრე „ჰუსიტების“ უპილოტო აპარატი ისრაელის ქალაქ თელ ავივში აფეთქდა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელი იემენლ „ჰუსიტებს“ საპასუხო მოქმედებით დაემუქრა.
იემენური მედიის ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა საპორტო ქალაქში საწვავის საცავები დაბომბეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ავიაგამანადგურებლებმა „ჰუსიტების“ სამხედრო სამიზნეები დაბომბეს. ეს არის ისრაელის პირველი პირდაპირი თავდასხმა იემენზე.