მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანამდებობას ტოვებს - The Times of Israel

სს

"ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი რონენ ბარი თანამდებობას ტოვებს", - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

რონენ ბარი ამბობს, რომ იგი პირად პასუხისმგებლობას იღებს იმის გამო, რომ სააგენტომ 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმა თავიდან ვერ აირიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, რონენ ბარი შინ ბეთის უფროსის თანამდებობას ოფიციალურად 15 ივნისს დატოვებს.

როგორც გამოცემა წერს, ბარის გადადგომას წინ უსწრებდა კრიტიკა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ მისი გადადგომის მოთხოვნა. ბარის გათავისუფლების საქმეს ისრაელის უზენაესი სასამართლო განიხილავს. შინ ბეთის უფროსის განცხადებით, უზენაეს სასამართლოსთან ითანამშრომლებს, რათა სააგენტო მომავალში პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფალი დარჩეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები